დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება, ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო საოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება, ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები.
დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა", - წერს აშშ-ის საელჩო.
ცნობისთვის, 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.
ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ. დღეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ ამერიკის დროშის სამფერ მორთულობებს: წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.