ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR-ის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს თითქმის ათასი სატვირთო ვაგონი ჩამოერთვათ.
რუსეთის რკინიგზის 6 ივნისს დათარიღებულ წერილში, რომელსაც ის ტრანსპორტის სამინისტროს უგზავნის, ნათქვამია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთს 865 ვაგონი ჩამოართვეს. ფინეთის აღმასრულებელმა ორგანოს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების შესასრულებლად რამდენიმე ათეული რუსი და ბელორუსიელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, სატრანსპორტო ფირმების სულ მცირე, 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია.
VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიასთან განაცხადა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა მათი ნაწილის დაპატიმრებაზე განკარგულება გასცეს.
დაკავებული ვაგონი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ნაწილი ეკუთვნის აქციონერებს, რომლებიც ასევე არიან სანქციების სიაში.