თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

თურქეთი და იტალია მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტ მარიო დრაგის ანკარაიში მასპინძლობისას განაცხადა.

ერდოღანის აზრით, ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავება ემსახურება ორმხრივ ინტერესებს და ამ საკითხზე ორივე ქვეყანა თანმხდება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა და რომი მზად არიან, SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე შეთანხმებას  ხელი რაც შეიძლება მალე მოაწერონ.

„დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი და ჩვენმა თავდაცვის მინისტრებმაც იმსჯელეს. ჩვენი სურვილია, ხელი მოვაწეროთ SAMP/T-ს რაც შეიძლება მალე. ჩვენს შეთანხმებაში პრობლემა არ არის. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ) მაკრონთან“, - აღნიშნა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის წინ, თურქეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს  თანამშრომლობის შესახებ ცხრა შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას  მოიცავს,  მათ შორის, თავდაცვის და ვაჭრობის საკითხებს. 

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები.

„მინდა განვაცხადო, რომ დრაგის მადლობა გადავუხადე იტალიის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოხატა. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ბევრ სფეროში“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე