რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიში G20-ის მინისტერიალს ვადაზე ადრე ტოვებს. ამის შესახებ Spiegel წერს.
„ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ მიმართავს პრესას და წავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ლავროვი ოფიციალურ ვახშამსა და სამუშაო სესიაში დღის მეორე ნახევარში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან.
ბერბოკი ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არავინ შეეგუებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეუძლებელია საუბარი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მასთან, ვინც „თავს ესხმის მშვიდობიან, საერთაშორისო წესრიგს“.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.
ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება. „დიდ ოცეულში“ რუსეთის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების გარდა, შედიან: ევროკავშირი, ავსტრალია, თურქეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.