იტალიაში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იტალიელმა მაშველებმა, ალპებში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპული ბოლო მთამსვლელის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Ansa იუწყება.

დღეს ნაპოვნი მთამსვლელის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

„ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა.

შვიდი დაშავებული მთამსვლელი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.


 

ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.