დილით საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:36 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 4.8 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
09:10 საათზე, კი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან 4.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე ხდება.