ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში და ჩემს კოლეგასთან საუბრისას განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება - ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში და ლოჯისტიკაში შექმნილი პრობლემები. ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვებით მომარაგების მიმართულებითაც პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, გაათმაგებული ტემპით პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხახლის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.