ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.
გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში სპარცი წერს, რომ ბევრი ამერიკელი და ევროპელი ერმაკის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. ამასთან, სპარცი ერმაკს ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაშიც მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა, შეამოწმონ ერმაკის სანდოობა.
"ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ადამიანი ასეთი საეჭვო რეპუტაციის, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა", – აცხადებს სპარცი.
ვიქტორია სპარცი(კულჰეიკო) აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრია. ის წარმოშობით უკრაინელია.