უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ლუგანსკისა და დონეცკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, კრიტიკულად აფასებს. უკრაინა ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩაშლის მცდელობას უწოდებს. ფხენიანი, არღვევს უკრაინის კონსტიტუციასა და გაეროს წესდება საერთაშორისო ნორმების შესახებ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არამეგობრული აქტის საპასუხოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცხადებს.
ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა.
ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში.