პუტინმა უცხოელი აგენტების შესახებ, ახალ კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, ხელი მოაწეერა. კანონი მანამდე სახელმწიფო სათათბიროს მიერ იყო მიღებული, ხოლო შემდგომ ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

ახალი კანონი აჯამებს, განმარტავს და ავსებს ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობას, იუწყება „რია ნოვოსტი“.

კანონი საშუალებას მისცემს ნებისმიერს, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან ან იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმებით“, გამოცხადდეს „უცხელ აგენტად“, იმ შემთხვევაშიც თუ არ იღებს უცხოურ დაფინანსებას.

„უცხოელ აგენტებს“, კანონის მიხედვით, ეკრძალებათ საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლება, ბიუჯეტის ხარჯზე შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სახელმწიფო კონტრაქტებით შესყიდვებში მონაწილეობა და გარემოსდაცვითი შეფასებების ჩატარება. გარდა ამისა, კანონში შემოდის ცნება „უცხოელ აგენტებთან აფილირებული პირები“. ესენი იქნებიან დამფუძნებლები, მენეჯერები, მონაწილეები ან ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელიც გამოცხადებულია "უცხოელ აგენტად". „აფილირებისთვის“ შეიქმნება ცალკე რეესტრი, ხოლო ოთხი არსებული რეესტრი გაერთიანდება ერთში.

კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევა. სახელმწიფო დუმამ ახალი კანონი 29 ივნისს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 8 ივლისს დაამტკიცა. 2021 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ შეისწავლიდა მოქმედი კანონის ბუნდოვან კრიტერიუმებს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რათა არ მოხდეს კანონის ბოროტად გამოყენება.