ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში, ტერი ჰაკალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
საუბრისას ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას გრძელვადიანი თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირებზე ყაზახეთთან, როგორც ბრიუსელის წამყვან პარტნიორთან ცენტრალური აზიის რეგიონში.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სახელმწიფოს მეთაურის რეფორმების პროგრამას და აფასებს ყაზახეთის მრავალვექტორულ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას.
ამასთან, შეხვედრაზე პოზიციები რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გაცვალეს.