მალი გაეროს სამშვიდობო მისიის როტაციას აჩერებს

მალის მთავრობამ გადაწყვიტა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის (MINUSMA) ყველა სამხედრო და პოლიციის კონტინგენტის როტაცია დროებით შეაჩეროს.

საგარეო უწყების განცხადებაში, როტაციის შეჩერების „ნაციონალური უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებული მიზეზებია“ ხაზგასმული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარებისკენ და განაცხადა, რომ მზად არის ამ მიზნით, დისკუსიებში ჩაერთოს. 

გასულ თვეში, გაეროს უშიშროების საბჭომ MINUSMA-ს მანდატი განაახლა. მალის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაეროს მოწოდებებს მშვიდობისმყოფელებისთვის გადაადგილების თავისუფლების დაშვების შესახებ, დაუპირისპირდება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოიძიონ.

„კონტიგენტების როტაცია გადამწყვეტია მისიის ეფექტიანობისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის”, - განუცხადა გაეროს სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში და დაამატა, რომ დაზარალებული პერსონალის ნაწილი რამდენიმე თვის წინ უნდა გათავისუფლებულიყო.

კოდ-ივუარის ჯარები მას შემდეგ დააკავეს, რაც კვირას, დედაქალაქ ბამაკოს საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდნენ. განაცხადეს, რომ ჯარისკაცები დაქირავებულებად ჩაითვლებიან და ბრალს წაუყენებენ. თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის კონტრაქტის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც მისიასთან 2019 წელს გაფორმდა და ისინი კონვენციის მიხედვით, მალიში გაგზავნილი მერვე როტაციის ფარგლებში ჩავიდნენ. MINUSMA-ს სპიკერმა თავდაპირველად დაადასტურა ეს ინფორმაცია, მაგრამ გაეროს სპიკერმა ნიუ-იორკში მოგვიანებით განაცხადა, რომ კოდ-ივუარის ჯარები კონვენციის ფარგლებში არ იყო განლაგებული.

მალი „ისლამისტური აჯანყების“ შესაჩერებლად იბრძვის, რომელიც 2012 წელს აჯანყების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, დაიღუპა ათასობით ადამიანი და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში მილიონობით იძულებით გადაადგილებულია