თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა

15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს. ამის შესახებ აკორდას პრესსამსახური იტყობინება.

თოყაევმა, შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებების პირველი პირების მოხსენებები მოისმინა.

შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯარში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, უწყებების ხელმძღვანელებს კონკრეტული მითითებები მისცა.