ევროკომისიამ დღეს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი დააანონსა.
- სანქციების პაკეტში მთავარი საკითხებია რუსული ოქროს ემბარგო და რუსეთისთვის ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის.
„ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.
დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებულია, რომ ევროკავშირის მოქმედი სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდეს. მომდევნო განხილვა კი 2023 წლის იანვრის ბოლოს მოხდება.
სანქციების ახალი პაკეტის ძალაში შესვლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.