აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა. დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გამოვხატეთ მადლიერება რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევისთვის", - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა