საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. წერს Reuters.
შაბათს დილით საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 12 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრებმა საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი მოიცვა. მხოლოდ ჟირონდის რეგიონში თითქმის 10 000 ჰექტარი მიწა დაიწვა.
მეზობელ ესპანეთში, მეხანძრეები ხანძარს მას შემდეგ ებრძვიან, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია სახლებიდან დიდი ხანძრის გამო, ქალაქ მალაგას პროვინციაში, ქალაქ მაიასთან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებში პოპულარულია.
მთლიანობაში, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე 39 550 ჰექტარი მოიცვა, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას.
პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ფონური დაავადებების მქონე მოხუცები იყვნენ.