რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე.
„მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელსაც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია ურტყამს. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომი მხოლოდ ნგრევას და სიკვდილს იწვევს, ადამიანებს აშორებს, კლავს სიმართლეს და დიალოგს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის“, - ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.