მედიის ცნობით, რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა პოლიციამ დააკავა. მისივე Telegram არხზე განთავსებულ ფოტოზე ოვსიანიკოვა პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავთ. მანამდე, ის ველოსიპედით სეირნობდა.

ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზი. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

„პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“, - ამ შინაარსის ბანერით მან ბოლო აქცია მოსკოვში გამართა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.