ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.

"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.