"უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლურ პრესაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა.
„ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან, ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ ინფორმაციის გაცვლით და მყისიერი რეაგირებით“, - აღნიშნა დანილოვმა.
ცნობისთვის, 21 ივლისს, ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს.