22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ.
მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.
„ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი განხორციელდება სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ ტაიფ ერდოღანმა.
მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა.
თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.