გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.