უკრაინული მედია: სამხრეთ უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა

რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში შავი ზღვიდან დღეს დილით მიიტანეს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოპერატიული სარდლობა სამხრეთის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა სამხრეთ უკრაინაზე, მათ შორის შავი ზღვიდან.

„გაისროლეს საჰაერო ბაზირებული რაკეტა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოდესის რეგიონში რუსული რაკეტები ზღვისპირა დასახლებებში ცალკეულ სახლებს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.

გარდა ამისა, რუსული ჯარები თავს დაესხნენ მიკოლაივის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურას. ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან S-300 სარაკეტო სისტემით ასევე დაარტყეს მიკოლაევის რეგიონს. ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დაზიანებულია ადგილობრივი ავტობაზრობა და სხვა ღია ადგილები. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბის შესახებ ჯერ არ არის გადამოწმებული.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე რუსტამ მინეკაევმა აპრილში განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი რუსეთს მიერ მოლდოვის ოკუპირებულ ნაწილზე წვდომის საშუალებას მისცემს.