ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმის განსახილველად 28 ქვეყნის ელჩები მიიწვია

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 28 ქვეყნის ელჩებს უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმაში მონაწილეობის განსახილველად მოწვევის წერილები დაეგზავნა.

ყველა დანგრეული საცხოვრებელი სახლისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის შესახებ, მოლაპარაკებები უკვე გაიმართა თურქეთთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ესტონეთთან და ევროკავშირის დელეგაციასთან,  - განაცხადა ტიმოშენკომ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, განიხილეს კიევის, ოდესის, ჟიტომირისა და ხარკოვის რეგიონების რეკონსტრუქციის გეგმები.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი თითქმის $17,4 მილიარდია. 4-5 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა უკრაინის აღდგენის კონფერენცია, სადაც შესაბამისი პროექტი წარადგინეს.