ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.
ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.