CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს. ინფორმაციას CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იარაღით ცნობილი მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადირება მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში კი ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობა ედება ბრალად. 

რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია. 31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.