თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი: გარემოვაჭრეებს ბაზრებში გამოყოფილი სივრცეები შევთავაზეთ

ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს და საქმიანობის გაგრძელება ბაზრობებსა და ბაზრებში გამოყოფილ სივრცეებში შესთავაზეს, - თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გიორგი ბებიაშვილი აცხადებს, რომ გარევაჭრობა საკრებულოს დადგენილების შესაბამისად არის აკრძალული.

მისივე თქმით, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ანტისანიტარია იყო, რადგან საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა.

„გარევაჭრობა არის აკრძალული საკრებულოს დადგენილების შესაბამისად და ჩვენ მიერ, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მოხდა მათი მრავალგზის გაფრთხილება, მათ მიეცათ გარკვეული ვადები, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ან შესულიყვნენ მიმდებარე ბაზრობებსა და ბაზრებში.

უარის მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ მათ სურთ ქუჩაში საფეხმავლო ბლიკებზე ვაჭრობა. მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის სხვადასხვა საქალქო სამსახურთან ერთად მოახდინა აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა. იყო ანტისანიტარია, ქუჩაში საგზაო ნაწილზე, საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა, სწორედ ამიტომ მოხდა ტერიტორიების გათავისუფლება. მიმდებარე ტერიტორიის ყველა ბაზრობასთან და ბაზრებთან გაიმართა მოლაპარაკებები, შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ აღნიშნული გარემოვაჭრეები საშეღავათო პირობებით. საშეღავათო პირობები გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხის არგადახდას“, – განაცხადა გიორგი ბებიაშვილმა.