შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ, რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრაცისკემ განაცხადა.
როგორც რომის პაპი აღნიშნავს, მაშინ გადადგება, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები საქმის კეთებაში ხელს შეუშლის.
„შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ. გადადგომის, პენსიაზე გასვლის კარი ღიაა და ეს ნორმალური ვარიანტია, მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი.
ცნობისთვის, 85 წლის რომის პაპი კანადას სტუმრობდა. კანადაში ვიზიტის განმავლობაში პაპი ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.