რუსმა ოკუპანტებმა თავისი ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის ორი სოფლიდან - ტოკმაკიდან და ჩერნიჰივკიდან გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.
„მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივლისს, ღამით ზაპორიჟიეს რეგიონის ხსენებული სოფლების მახლობლად, საოკუპაციო ძალების პოზიციებს დაარტყეს, „რაშისტებმა“ პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს.
დაახლოებით, 40-მდე დაჭრილი ქალაქ პოლოჰის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიჰივკიდან თითქმის ყველა დანაყოფი გაიყვანეს. ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტთან არის არაუმეტეს 100 სამხედრო მოსამსახურე. დანარჩენი ოკუპანტები, ტექნიკასთან ერთად, გაგზავნეს ქალაქ ტოკმაკსა და ბერდიანსკში“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.