ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.