სერბეთის „სახალხო სკუპშინა“ (პარლამენტი) არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ პირველად შეიკრიბა.
პარლამენტის სხდომა სერბეთის ჰიმნით გაიხსნა და „სახალხო სკუპშინას“ 250-მა დეპუტატმა პროცედურის თანახმად, ფიცი დადო.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის „პროგრესულმა პარტიამ“ ახალ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.
მაგრამ, ზოგიერთ ოლქში განმეორებითი არჩევნების გამო, ხმების დათვლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდა, რადგან ხმების გაყალბების შესახებ საარჩევნო კომისიაში საჩივრები შევიდა.
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ვუჩიჩმა მედიასა და საჯარო ხელისუფლებაზე კონტროლის, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის მეშვეობით არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა, ხოლო თავად სერბეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მისი ოპონენტები უბრალოდ სუსტები იყვნენ.
ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ სერბეთის პრეზიდენტმა შეგნებულად გადადო ახალი პარლამენტის მოწვევა, რათა არ დაენიშნოს ახალი მთავრობა და ამით თავიდან აიცილოს მხარეების არჩევა უკრაინის ომის ფონზე რუსეთთან და დასავლეთთან დაპირისპირებაში.
ამავდროულად, ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებში უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე 2020 წელს (როდესაც კენჭისყრის ბოიკოტი მოითხოვა), ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას მოსახლეობას უკვე დაჰპირდა.