პარაგვაელი სენატორის, 61 წლის ზულმა გომესის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი შეძრა. კონგრესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გომესის ცხედარი ქვეყნის აღმოსავლეთით, აკარის ტბაში იპოვა.
კვირას, დეპუტატის ქმარმა, ჰექტორ დამიან ლეგუიზამონმა განაცხადა, რომ გომესი ტბის მახლობლად გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს, სპორტული ფეხსაცმელი და ლეიბი იპოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატორი ტბასთან სეირნობდა და ზოგჯერ ნაპირზე, ლეიბზე ეძინა.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის შესაძლო მიზეზი ასფიქსიის შემდეგ ფილტვის შეშუპება გახდა.