ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხი მთავრობასთან განიხილოს. ამის შესახებ Helsingin Sanomat წერს.
მისი თქმით, ფინეთში რუსების ჩასვლამ და ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლამ უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრის აზრით, ამ გზით მათ შეუძლიათ, რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდი აუარონ.
ნიინისტეს თქმით, ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოსთან განიხილა.
შეგახსენებთ, ევროკომისამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეშერების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სანქციების პირდაპირი სამიზნეა რუსეთის ელიტა და ხელისუფლება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.