ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება

"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. სავარაუდოდ, ამერიკის საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩააერთონ პროცესში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.