გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია სრულიად უკონტროლოა

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

საგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს მძლავრად დაბინძურებული ტერიტორია, თუმცა მარტის ბოლოს მისი მართვა კვლავ უკრაინელებს დაუბრუნეს. 

ცნობისთვის, გროსი 27 ეწვია აპრილს ჩერნობილს.