ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს“ აპარატზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა არ აკმაყოფილებდა ოკუპირებული აფხაზეთის „კონსტიტუციის“ მოთხოვნებს და მასალები პარლამენტს უკან დაუბრუნდა.
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ „საკონტიტუციო სასამართლოს“ გადაწყეტილების გასაჩივრება 3 დღის განმავლობაში შეუძლია.