იაპონიის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, ჩვენ უკრაინის მთავრობას ახალ სამოქალაქო მანქანებს (ფურგებს) გადავცემთ. ასევე გადავცემთ დამატებით მცირე ზომის დრონებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, თავდაცვის სამინისტრომ და იაპონიის თავდაცვის ძალებმა უკრაინას ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, მცირე ზომის დრონები და სხვა დახმარება გადასცეს.
„თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.