ჯო ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.

ბრიტნი გრაინერის პატიმრობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთი უსამართლოდ აკავებს ბრიტნის.

„ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის, რათა ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა შეძლოს. ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო გზას, რათა ბრიტნი და პოლ უილანი რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში“, - აღნშნულია ბაიდენის განცხადებაში.

ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.