თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა

თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში გადაყვანამდე მეხის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

"ორი კაცი და ორი ქალი ძლიერი ქარიშხლის დროს, ლაფაიეტის პარკში იმყოფებოდნენ, როდესაც მედი დაეცათ", - აცხადებენ მეხანძრეები.

მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი. დაშავებულთა ვინაობა ჯერ არ დადასტურებულა.