"კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით", - განაცხადა ნიკოლიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.