რომის პაპმა უკრაინის ელჩთან კიევში შესაძლო ვიზიტი განიხილა

რომის პაპმა ფრანცისკმა, ვატიკანში უკრაინის ელჩთან ანდრეი იურაშთან, უკრაინაში შესაძლო ვიზიტი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  

„მე ძალიან ახლოს ვარ უკრაინასთან და მინდა ჩემი სიახლოვე ამ ქვეყანაში ვიზიტით გამოვხატო“ - ესაა პაპი ფრანცისკეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც მან დღევანდელ შეხვედრაზე წარმოთქვა. უკრაინა ბევრი წელია და განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ელოდება პაპის ვიზიტს. მოხარული ვიქნებით, თუ მის ყაზახეთში ვიზიტამდე პაპს უკრაინაში შევხვდები,“- წერს იურაში Twitter-ზე. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.