ყაზახეთი და საქართველო, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს, ორი ქვეყნის დაინტერესებულ ბიზნეს სტრუქტურებში შემდგომი გავრცელებისთვის გაცვლიან.
როგორც Trend-ს ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში განუცხადეს, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიების გადაცემას, ახლახან ხელმოწერილი საგზაო რუკა ითვალისწინებს, რომელის მიხედვითაც 2023-2026 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის დიაპაზონი უნდა გაფართოვდეს.
უწყების ცნობით, დოკუმენტი, რომელიც 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას გაფორმდა, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და სავაჭრო სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული.
„ამგვარად, საგზაო რუკის აქტივობები ითვალისწინებს საექსპორტო პოტენციალის შესწავლას, ორივე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისა და ორგანიზაციების ინფორმირებას, რათა დადგინდეს ორმხრივი ვაჭრობის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე კონკურენტუნარიანი სიების გაცვლა. შემდგომ კი ყაზახეთისა და საქართველოს დაინტერესებულ-ბიზნეს სტრუქტურებს შორის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდეს,“ - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, საგზაო რუკა ითვალისწინებს ორივე ქვეყნის დაინტერესებული ექსპორტიორების იდენტიფიცირებასა და ამ ინფორმაციის გავრცელებას დისტრიბუტორებსა და შემსყიდველ ცენტრებს შორის, ასევე ინფორმაციის გაცვლას ყაზახური და ქართული საქონლის იმპორტით დაინტერესებული მხარეების კომპანიების შესახებ.