სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი: უკრაინაში რუსეთის დანაკარგების გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენა ვეღარ შეძლოს

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთი დღეს საქართველოს ოკუპაციას მცირე ძალებით აგრძელებს.

„სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც რუსული ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შედარებით დაბალია. იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც რუსეთს აქვს უკრაინაში, შესაძლოა, მათ საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენა ვეღარ შეძლონ. უკრაინაში მიმდინარე ომი მათ სერიოზულად ასუსტებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში რა გავლენა ექნება ამას მეზობელ ქვეყნებზე ამ ეტაპზე უცნობია“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოს კარლ მალერი „ამერიკის ხმასთან“.