ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად დღეს სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა.
ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს.
სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის გამოიყენება.