გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ბრიტანეთი პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს ეფექტიანაქდ იყენებს. ბენ უოლესის თქმით, უკრაინის ძალებმა აჩვენეს, რომ ბევრად უკეთ ახერხებენ იმის გარჩევას, თუ რომელ სამიზნეზე უნდა მიიტანონ იერიში, რათა სწრაფად არ ამოწურონ საბრძოლო მასალა. ბრიტანელმა მინისტრმა დაამატა, რომ ესაა უკრაინის გადასვლა საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს უფრო თანამედროვე იარაღზე.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას სამი M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიაწოდა. უკრაინისთვის M270-ის მიწოდების განზრახვები გერმანიამაც დააფიქსირა.