ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID19 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
„სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა - 74 ადამიანი - უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.