„რუსული მედია იტყობინებოდა, რომ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ ამას ჯერ არც უკრაინის სამთავრობო უწყებები და არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ადასტურებენ“, ამის შესახებ დენის პროკოპენკოს მეუღლემ, კატერინა პროკოპენკომ Suspilne-თან ინტერვიუში განაცხადა.
კატერინა პროკოპენკო ამ ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მისი ქმარი რუსეთშია გადაყვანილი. მისივე განმარტებით, სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
„ძირითადად, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) მოცანაა, გამომეხმაუროს, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი, სად არის ჩემი ქმარი. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან არის გარკვეული შეთანხმება, რომ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. მოხარული ვიქნები, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმა მოხდება. მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ადამიანის სიცოცხლე“, - აღნიშნა კატერინა პროკოპენკომ.