Die Welt: ყაზახეთსა და საქართველოში შიშობენ, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლნი იქნებიან
Die Welt-ის სტატიის თანახმად, ყაზახეთსა და საქართველოში შიშობენ, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლნი იქნებია. როგორც გამოცემის მასალაშია ნათქვამი, რუსულმა ელიტამ უკვე მიანიშნა აგრესიის მასშტაბების გაფართოებასა და სსრკ-ს „აღდგენის“ გეგმაზე.
„პუტინმა არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას არამხოლოდ „ტრაგედიად“, არამედ „ისტორიული რუსეთის ნგრევადაც“ მიიჩნევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში იმის მტკიცებულებაა, რომ კრემლის მეთაური წარსულში დაბრუნების სურვილს აშკარად გამოხატავს. ისტორიკოსი კარლ შლეგელი აღნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული ისეთი რუსი მაღალჩინოსნის განცხადებები, როგორიცაა, დიმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც წინა დღით განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ყაზახეთი იყო „ხელოვნური სახელმწიფო“ და მხოლოდ რუსეთს შეეძლო იქ წესრიგის აღდგენა.
მთავარმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ პუტინის გზავნილი - „ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია“, მხოლოდ უკრაინისკენ არ იყო მიმართული. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მოსკოვის გაფრთხილებები“ სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და რუსეთის ფედერაციისთვის არ იქნება საკმარისი, უკრაინაში ომი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნის „გასათავისუფლებლად" იღწვის“, - ნათქვამია სტატიაში.
მედია აღნიშნავს, რომ ყაზახეთი თავის თავდაცვით შესაძლებლობებს რუსეთთან ომის შიშით აძლიერებს. გარდა ამისა, ნურ-სულთანმა მის საგარეო პოლიტიკას გადახედა და ამყარებს კონტაქტებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, შეერთებული შტატები, თურქეთი და ჩინეთი.
ამავე დროს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით, რუსეთი თავისი აგრესიული ამბიციებით უკრაინაში არ გაჩერდება. სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის.