საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებით, კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. ამერიკელ დიპლომატს ამის თქმის საფუძველს ჯერ საქართველოში რუსეთის შეჭრა და შემდეგ, უკრაინაში მოსკოვის ინტერვენცია აძლევს.
უილიამ კორტნის შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დასავლეთი დღეს უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს.
„ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-თან საუბრისას.
„კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.