კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"აღნშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.